28 მაისს გორის რაიონის სოფელ ქორდადან დაკარგული ახალგაზრდის მშობლები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ოჯახის წევრების განცხადებით, 26 წლის ახალგაზრდას უკვე მე-13 დღეა უშედეგოდ ეძებენ. დაკარგულის ახლობლები ხელისუფლებისგან ნიკა საღირაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.
მათი განმარტებით, ამ დრომდე უცნობია არის თუ არა ახალგაზრდა ოკუპანტების მიერ დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ნიკა საღირაშვილის მოსაძებნად უწყება ინტენსიურ საგამოძიებო ღონისძიებებს ამ დრომდე ატარებს.