19 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"რუსთავი 2-ის" პერიმეტრი ისევ კონტროლდება - 8 თვეა ტელეკომპანიის გარშემო 13 კამერაა დამონტაჟებული

რუსთავი 2-ის სრული პერიმეტრი 8 თვეა კონტროლის ქვეშ არის. სამართალდამცველებმა შემოდგომაზე კამერები იმ მოტივით დაამონტაჟეს, რომ შენობასთან შეკრებილ ხალხს საფრთხე არ დამუქრებოდა, თუმცა ამ დრომდე უცნობია როდემდე უნდა იყოს რუსთავი 2 13 კამერის მეთვალყურეობის ქვეშ.

საგამოძიებო უწყებაში ბოლო, რვა თვეა დეტალურად იციან რუსთავი 2-ის სტუმრების ვინაობა. ვიდეოთვალთვალი ხორციელდება ტელეკომპანიის გარშემო თითქმის სრულ პერიმერტზე - სანდრო ეულის, მინდელისა და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მხრიდან. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ნიშნულების გარეშე დამონტაჟებული სათვალთვალო აპარატურის კანონიერების შესწავლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო.

გამოძიების შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საგამოძიებო უწყება ვალდებულია დაასაბუთოს რატომ სჭირდება დღემდე რუსთავი 2-ის ვიდეო კონტროლი.

 ავტორი: დავით ქაშიაშვილი.

 

 

 

დღის ამბები