19 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - არასამთავრობოები მოსამართლეთა კოლეგიის სამოტივაციო ნაწილს ელოდებიან

არასამათავრობო სექტორი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას ელოდება. მესამე სექტორის წევრებს არგუმენტები აინტერესებთ, რის საფუძველზე დატოვა ძალაში ნატა ნაზღაიძის კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

არასამთავრობო სექტორი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და ის მიზნად წინასაარჩევნოდ რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს.

იურისტები აცხადებენ, რომ რუსთავი 2-ის საქმეს შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე მოსამართლეები განიხილავდნენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა.

მესამე სექტორი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის ცვლილების ერთ-ერთი მიზანი სწორედ რუსთავი 2-ის საქმის განხილვის გაჭიანურება იყო.

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, მარიამ ჭოხონელიძე, დავით მაისურაძე, ნოდარ ჭადაშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები