19 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
სააპელაციო სასამართლომ ურთმელიძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა-"რუსთავი 2" სამართლებრივ დავას განაგრძობს

რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ნატა ნაზღაიძის კოლეგიას მხოლოდ სამი წუთი და 22 წამი დასჭირდა. ნატა ნაზღაიძემ, ნათია გუჯაბიძემ და შორენა ყაველაშვილმა თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილება ძალაში უცვლელად დატოვეს, რომლის თანახმად, რუსთავი 2-ის წილის 60% ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია პანორამას გადასცა.

ნატა ნაზღაიძემ დღესვე კოლეგიის მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოაცხადა. მათ მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილების შუამდგომლობის განხილვაზე უარი თქვეს.

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კომპანია სამართლებრივ დავას და ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებს.

ნაზღაიძის კოლეგიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მხარეებს 30 დღეში ჩაბარდებათ, რის შემდეგაც რუსთავი 2-ის იურისტები მას საკასაციო წესით უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.  

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, ზურა მანაგაძე, გიორგი მაისურაძე.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები