01 ოქტომბერი 2024,   23:19
ვრცლად
ძლიერი სეტყვა კახეთში - დაზარალებულია ლაგოდეხის სოფლები

ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა ლაგოდეხის რაიონის სოფლები დააზარალა. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობაა ჭაბუკიანსა და ონანაურში, სადაც 200 ჰექტრამდე ვენახი განადგურდა. დაზიანებულია ერთწლიანი კულტურა, ბოსტნეული და საზამთროს ბაღები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გამოყენებული იყო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. თუმცა, მოსავლის სრულად გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ლაგოდეხის რაიონის სოფლებში სტიქიით მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია დაითვლის.

დღის ამბები