სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემებზე საუბრობს ამერიკელი ანალიტიკოსი, პოლ კრიგო, რომელიც ერთ-ერთია იმ არასამთავრობო წრეებიდან, ვინც რუსთავი2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან.
ანალიტიკოსისთვის მოულოდნელი იყო იმის ნახვა, თუ როგორ არ ეძლეოდათ უფლება ტელეკომპანიის ადვოკატების სხდომას დასწრებოდნენ. პოლ კრიგო სასამართლოს მიმდინარეობის დროს ნანახ დარღვევებზე საუბრობს.
„უკანასკნელ დღეებში ყველაზე თვალშისაცემი იყო ის, რომ, როდესაც 2 მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოადგენდა თავიანთ შეხედულებებს, რუსთავი2-ის ადვოკატები სასამართლოს დარბაზიდან გამოყარეს. ეს არის სამართლებრივი უფლებების არქონა, რაც მაშინვე უნდა გამხდარიყო ზედა ინსტანციაში გასაჩივრების საფუძველი. ხალვაშის დაჯილდოება ათწლეულის წინანდელი საეჭვო პოლიტიკური პრობლემებისთვის დემოკრატიული საზოგადოებისთვის უჩვეულოდ გამოიყურება. ეს უდავოდ ზრდის მნიშვნელობას, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვე რჩება. ივანიშვილმა ამ კვირას ინტერვიუში თქვა, იქნებ სასამართლომ დროებით არ შეცვალოს მენეჯმენტიო. ამის მიუხედავად, თუკი ის არის ამ ყველაფრის დამწყები, რაც დღეს ხდება, მაშინ მას სურს, გამოჩნდეს სასახლეში მჯდომ კარგ პიროვნებად. თუმცა ვის სჯერა მისი?“ - აცხადებს პოლ კრიგო.