19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
დავით ნარმანია რუსთავი2-ის საქმეს "ორ სუბიექტს შორის დავად" აფასებს

სააპელაციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას და ხელისუფლების მისამართით ბრალდებებს ზეწოლასთან დაკავშირებით მთავრობის წევრები ეხმიანებიან.

დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია, ხელისუფლების მისამართით არსებულ ბრალდებებს "უსაფუძვლოს" უწოდებს.

„კონკრეტულ სუბიექტებს შორის დავაა, რომელიც იხილებოდა სხვადსხვა ინსტანციაში. მე არ შემიძლია, განვსაჯო სასამართლო მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შევიდე მის ცალკეულ ნიუანსებში,“ - აცხადებს დავით ნარმანია.

დღის ამბები