19 ნოემბერი 2024,   21:34
ვრცლად
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში შუა საუკუნეების საგანძურია გამოფენილი

შუა საუკუნეების საგანძურია გამოფენილი სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ახალ საგამოფენო სივრცეში. ექსპოზიცია ეროვნულმა მუზეუმმა კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ცენტრთან ერთად მოაწყო.

წარმოდგენილია შუასაუკუნეების ხელნაწერები, ნაკეთობები, უნიკალური ნივთები, ხელოვნების ნიმუშები.

გამოფენის გახსნას მთავრობის წევრები და თბილისის მერი დაესწრნენ.

ექსპოზიცია ეროვნულ მუზეუმში რამდენიმე დღე გაგრძელდება და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

დღის ამბები