19 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
მდინარე ვერეს აუზში ადრეული გაფრთხილების სისტემა და ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები შენდება

ადრეული გაფრთხილების სისტემა დამონტაჟდა მდინარე ვერეს აუზში. როგორ მუშაობს წყლის დონისა და ნალექმზომი მოწყობილობები, ვითარება ადგილზე დედაქალაქის მერმა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსთან ერთად ნახა.

სადამკვირვებლო ქსელიდან ინფორმაცია გარემოს ეროვნულ სააგენტოს ონლაინ რეჟიმში მიეწოდება. მოწყობილობები მდინარე ვერეს აუზის გარდა, დამონტაჟებულია რამდენიმე ადგილას, მათ შორის სვანიძის ქუჩასა და ბაგებში.

„ბუნებრივია, სისტემა იმუშავებს და გამოგვადგება სათანადოდ. გარდა ამ სისტემისა, პრევენციისთვის ნატანი მასალის დამჭერი მოწყობილობები შენდება ორ ადგილას, რომელშიც ჩართულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კეთდება მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების პროექტი, რომელიც მოიცავს მისი კალაპოტის მცირედით ცვლილებებს, მოიცავს გამაგრებებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები