19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
სოფელ ფლავისმანსა და აძვიდან ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული 2 ქართველი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოფელ ფლავისმანსა და აძვიდან ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული 2 ქართველი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

გორის რაიონის სოფლებში - აძვსა და ფლავისმანში, რუსმა ოკუპანტებმა ორი ქართველი გუშინ გაიტაცეს. 

სოფელ ფლავისმანში ფაქტს არასრულწლოვანი შეესწრო. გიორგი სოხატერი კი, რომელიც მასთან ერთად მწყემსავდა საქონელს, ექვსმა შეიარაღებულმა ადამიანმა მანქანაში ჩასვა და წაიყვანა.

სოფელ აძვშიც, სავარაუდოდ, ამ ექვსმა შეიარაღებულმა ადამიანმა დააკავა ასევე ვახტაგნ მჭედლიძე. ისიც საქონელს მწყემსავდა თანასოფლელთან ერთად. 

 

 

 

 

 

დღის ამბები