19 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
სააპელაციო სასამართლოსთან რუსთავი2-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება აქციით გააპროტესტეს

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის წარმომადგენლებმა სააპელაციო სასამართლოსთან რუსთავი2-ის საქმეზე გუშინ გამოტანილი გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რაც პირდაპირ ემსახურებოდა სიტყვის თავისუფლების უხეს შეზღუდვას.

„ეს არის სიმბოლო იმ სამეულისა, სასამართლოს შემადგენლობისა, რომელმაც განიხილა და განაჩენი გამოუტანა რუსთავი2-ს, როგორც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც მედიის თავისუფლებას. ჩვენი ორგანიზაცია ბოლომდე დადგება რუსთავი2-ისა და ზოგადად სიტყვის თავისუფლების გვერდით,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი მსგავსი სახის პროტესტის პერმანენტულად გამართვას გეგმავს.

დღის ამბები