01 ოქტომბერი 2024,   23:29
ვრცლად
თემქაზე 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა

ხანგრძლივი წვიმების შედეგად 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა თემქაზე. შემთხვევა მეოთხე მიკრორაიონში მოხდა. დაზიანებულია სადარბაზოს მონაკვეთი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ადგილას წყალი ყოველი წვიმის დროს ჩადიოდა, რის გამოც მათ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

აღდგება შენობის დაზიანებული ნაწილი თუ მისი დემონტაჟი გახდება საჭირო, ამას ექსპერტიზა გადაწყვეტს. ამჟამად ტერიტორიაზე, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არავის უშვებენ.

დღის ამბები