ტკბილი ფესტივალი 2016 მიმდინარეობს მთაწმინდის პარკში. საქველმოქმედო ღონისძიებაში 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობს.
აქციაზე დასასწრებად ორგანიზატორებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოზარდები მოიწვიეს. პარკში ანიმატორები მათ განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში იზრუნებენ.
გაყიდული ტკბილეულიდან შემოსული თანხის ნაწილი სპეციალური საჭიროების მქონდე ბავშვების ანგარიშზე გადაირიცხება.