19 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
ირაკლი ალასანია რუსთავი2-ისა და კაბელების საქმის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს

თავისუფალი დემოკრატების ლიდერისთვის, ირაკლი ალასანიასთვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი2-ის საქმეზე მოულოდნელი არ ყოფილა.

როგორც მან კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რუსთავი2-ის საქმისა და ე.წ. კაბელების საქმის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დგას.

„ველოდი სააპელაციო სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, რომ თავისი ბრძანებით ბიძინა ივანიშვილმა კაბელების საქმეზე 5 უდანაშაულო ადამიანი გაუშვა ციხეში. მე ერთადერთ გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სასამართლო დავა უნდა გაგრძელდეს, შემდეგ ინსტანციაში უნდა წავიდეს, მაგრამ ქვეყანაში ყველა მოქალაქემ ერთადერთი გზა, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ, არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს აღარ ჰქონდეს უმრავლესობაზე გავლენა პარლამენტში,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი რუსთავი2-ის საქმეს "წინასაარჩევნოდ დაგეგმილ პოლიტიკურ აქტს" უწოდებს და ამბობს, რომ "ხელისუფლებამ ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია მიზანში ამოიღო".

დღის ამბები