"ბატონო ქიბარ, გამოიჩინეთ ვაჟკაცობა," - პოლიტიკური გაერთიანება სახელწმიფო ხალხისთვის ლიდერი, პაატა ბურჭულაძე, ქიბარ ხალვაშს მიმართავს და ურჩევს, „გამოიჩინოს ვაჟკაცობა და ქვეყნის სიყვარული“ და მიმართოს უზენაეს სასამართლოს, რომ არჩევნებამდე არ მოხდეს რუსთავი2-ის საქმის განხილვა.
„ამდენი წელი არ ჰქონია ეს ტელევიზია და 4 თვეც მოითმინოს,“ - აცხადებს პაატა ბურჭულაძე, რომელმაც კურიერის პირდაპირ ეთერში სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა.
„დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ, აბსოლუტურად უსამართლობასთან გვაქვს საქმე. დღეს ჩვენ გვაქვს მურუსიძის სასამართლო. მურუსიძე არის ვირუსი, რომელიც გარშემო თავის მსგავს ხალხს შემოიკრებს. ეს ვირუსი გამრავლდება და შემდეგ გვექნება გამოუვალი მდგომარეობა," - აცხადებს პაატა ბურჭულაძე, რომელიც ამბობს, რომ მის გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გახდეს სასამართლო სამართლიანი.