19 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ჩვენ ვხედავთ ორკესტრირებულ პროცესს, რომლის ამოცანა იყო, დამდგარიყო ეს განაჩენი - დავით ბაქრაძე

„ჩვენ ვხედავთ ძალიან ორკესტრირებულ პროცესს, რომლის ამოცანა იყო, დამდგარიყო სწორედ ის განაჩენი, რა განაჩენიც დადგა,“ - ამ შეფასებას რუსთავი2-თან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, დავით ბაქრაძე, აკეთებს და აცხადებს, რომ "ეს არის დავა პირადად ბიძინა ივანიშვილსა და რუსთავი2-ს შორის".

განცხადება ამის შესახებ დავით ბაქრაძემ კურიერს პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ბაქრაძის თქმით, რუსთავი2-თან დაკავშირებით მსგავს გადაწყვეტილებას მოელოდა.

ქართულმა ოცნებამ მთლიანად მოახდინა სასამართლო სისტემის თავის თავზე გადაქვემდებარება და ამით საფუძველშივე მოსპო თავისუფალი სასამართლოს იდეა საქართველოში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან იმ რისკების შესახებაც ისაუბრა, რომელიც რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკის შესაძლო შეცვლას უკავშირდება.

რუსთავი2-ის მფლობელობის და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა არჩევნებამდე 4 თვით ადრე აჩენს ფუნდამენტურ კითხვებს არჩევნების ლეგიტიმურობაზე და ამ პოზიციაზე დგას ძალიან ბევრი ჩვენი უცხოელი პარტნიორი,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები