19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმეზე ნდობის აღდგენის ბოლო შანსი უზენაესი სასამართლოა - ანა ნაცვლიშვილი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, რუსთავი2-ის საქმეზე საუბრისას ამბობს, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესებმა აჩვენა ბევრი ხარვეზი და გააჩინა ბევრი კითხვის ნიშნები.

ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„დაკვირვების შედეგად წარმოჩინდა ის ნაკლოვანებები და სერიოზული ბერკეტები, რომ დაინტერესებულ მხარეს აქვს შესაძლებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებებში გარე ჩარევები მოხდეს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილმა ასევე ნათია გუჯაბიძის შესახებ ისაუბრა და მის მიმართ იუსტიციის საბჭოს მოქმედებები არასრულფასოვნად შეაფასა.

მისი თქმით, პრობლემებს მოსამართლეების ანგარიშზე აგროვებენ და, "როცა საჭიროდ თვლიან, მაშინ ამოწევენ ასეთ დარღვევას", რასაც ანა ნაცვლიშვილი მოსამართლეების „მუდმივად ანკესზე ყოფნად“ აფასებს.

„ბოლო შანსი რჩება უზენაეს სასამართლოს. უზენაესი სასამართლო ბოლო რესურსი და შესაძლებლობაა იმისა, რომ ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში მოხდეს ნდობის აღდგენა პროცესის მიმართ,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები