12 ივნისი მეხანძრე-მაშველის დღეა - პროფესიული დღესასწაული საქართველოში წელს პირველად აღინიშნება. სპეციალური ღონისძიება ბათუმში გაიმართა. მას შინაგან საქმეთა მინისტრი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
გიორგი მღებრიშვილმა მეხანძრე-მაშველებს დღევანდელი დღე მიულოცა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს მადლობის
სიგელები გადასცა.