სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა ისევ დაზიანებულია. 7 კილომეტრიან მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია. ადგილს, სადაც შარშან 13 ივნისს მეწყერი ჩამოწვა, სამართალდამცველები 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ.
ჩაკეტილი გზის გამო უკვე ერთი წელია პრობლემები აქვს სამადლოს, კიკეთისა და ბეთანიის მოსახლეობას. მათი თქმით დედაქალაქში ჩამოსასვლელად 5-ჯერ მეტი გზის გავლა უწევთ. ადგილზე დროულად ვერ მიდიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც. გადაადგილებას ვერ ახერხებს ვერც მუნიციპალური ტრანსპორტი. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დაზიანებული გზის დროულად აღდგენას ითხოვს.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი