სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე უკვე ცნობილია. ტელეკომპანია სამართლებრივ დავას უზენაეს სასამართლოში განაგრძობს.
პოსტსკრიპტუმი კი იმ უარყოფით შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც უზენაესი სასამართლოს მიერ სააპელაციოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას მოყვება.
იურისტები კიდევ ერთხელ განმარტავენ თუ როგორ მოიგო ქიბარ ხალვაშმა პროცესი:
1. მომხდარიდან ათი წლის შემდეგ ხალვაშმა განაცხადა, რომ წილი იაფად გაყიდა;
2. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ერთ დღეში შეაფასებინა კომპანიის წილების ღირებულება
3. საკუთრი კომპიუტერიდან ამობეჭდა 2 ფურცელი.
მოსამართლე ურთმელიძემ ეს მტკიცებულებები იკმარა, უწოდა გარიგებას ამორალური და გააუქმა ის.
ტელეკომპანიის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი კი ჟურნალ ტაბულაში გამოქვეყნებულ სტატიაში, ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსთავი 2-ის დამარცხების პრეცედენტის დაშვებით თანამედროვე საზოგადოების მთავარ ფუნდამენტს - კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპს ემუქრება.
ავტორი: პაატა იაკობაშვილი.