19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა, უბრალოდ ხაზი გაავლეს,"-პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ავლევზე საუბრობს

“საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა, უბრალოდ ხაზი გაავლეს,“ - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სოფელ ავლევში მომხდარ ინციდენტს. მისივე თქმით, მოსახლეობას ნაკვეთები გაფორმებული არ აქვს, რაც უცხოეთში მოლაპარაკებების დროს ხელს უშლის, თუმცა გაფორმებულიც რომ ჰქონდეთ, დაუბრუნდებათ თუ არა დაზუსტებით  ვერც ამას ამბობს.

მოსახლეობა 6 ივნისიდან იმ ტერიტორიაზე ვეღარ შედის, სადაც თუნდაც 5 ივნისს მიწას ამუშავებდა.

ამავდროულად სოფელ ქორდაში, რომელიც საზღვრისპირა სოფელია 28 აპრილს 26 წლის ნიკა საღირაშვილი გაუჩინარდა, რომელსაც დღემდე უშედეგოდ ეძებენ. ოჯახის მცდელობის მიუხედავად ვერც ერთმა უწყებამ გაუჩინარებულზე ინფორმაციის მოძიება ვერ შესძლო.

იმ იმედით, რომ რაიმე შეიცვლება საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ჟენევის მოლაპარაკებებს ელოდება, რომელიც სამშაბათს გაიმართება.

ავტორი: გვანცა სუთიძე.

დღის ამბები