ინტერნეტ სივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ გავრცელდა. ის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში 4 კვირის წინ აიტვირთა. ვიდეოები მუქარას შეიცავს და მითითებულია, რომ კონკრეტულ პირთა შესახებ ფარული ჩანაწერები მომავალშიც გამოქვეყნდება.
წუხელ ვიდეო მასალების ინტერნეტ მისამართები რამდენიმე ადამიანს გაეგზავნა. მათ შორის, ორგანიზაცია ამბრელას წევრს, ლუკა ფეიქრიშვილს. მისი თქმით, სოციალური ქსელით ვიდეო მისამართის რამდენიმე ბმული მიიღო, რის შესახებაც მან სამართალდამცველებს აცნობა.
მოგვიანებით ფეიქრიშვილის სახლში კიბერუსაფრთხოების სამსახურის და პროკურატურის წარმომადგენლები მივიდნენ.
გვიან ღამით კი პროგრამისტი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა.