რა სამუშაოები ჩატარდა 13 ივნისის ტრაგედიიდან დღემდე, რა ხარვეზები გამოიკვეთა და რა პრობლემებია გადაუჭრელი ერთი წლის შემდეგაც? არასამთავრობო ორგანიზაცია 42-ე მუხლი ამ მიმართულებით ჩატარებულ შუალედურ ანგარიშს დღეს წარადგენს.
მათი შეფასებით, ერთ-ერთ პრობლემად კვლავ რჩება დაზარალებულთა კომპენსაციები, ასევე მდინარე ვერე, რომელიც ისევ საფრთხის შემცველია და მოუწოდებენ ხელისუფლებას დროულად იმოქმედოს ამ მიმართულებით.
პარალელურად, სასამართლოში მიმდინარეობს რამდენიმე დაზარალებული ოჯახის დავა, რომელთა უფლებებსაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.