13 ივნისის ტრაგედიისადმი მიძღვნილი აქცია პერფორმანსი გაიმართა თამარაშვილისა და სვანიძის ქუჩებზე. აქციის ორგანიზატორები სტუდენტები და ნაციონალური მოძრაობის ვაკის რაიონული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. მათ სტიქიის ამსახველი ფოტოები გამოფინეს.
აქციის მსვლელობისას ტრაგიკულად გარდაცვლილი ადამიანებიც გაიხსენეს და მათი ფოტოების წინ სიმბოლურად სანთლები დაანთეს.