თბილისის გამანადგურებელი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ თბილისის ზოოპარკი დღეს, დამთვალიერებლებს ახალი ცხოველებით დახვდება. თბილისის ზოოპარკის გენერალური დირექტორის, ზურაბ გურიელიძის თქმით, დღეს ჰოლანდიიდან და ბელგიიდან თბილისის ზოოპარკს დაუბრუნდა მაიმუნების ჯგუფი და მისი თქმით, ეს საკმაოდ სიმბოლური ფაქტია, რადგან ერთი წლის წინ ყველა მაიმუნი დაიღუპა.
”აშენდა ახალი ვოილერები, აღდგა ძველი, რომელიც დაზიანებული იყო. გარდა ამისა, მოგვყავს უკვე ახალი ცხოველები, დღეს გვესტუმრა ცხოველების მესამე ჯგუფი,“ - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით ზოოპარკში ასევე გაიმართა სტუდენტების მხარდასაჭერი აქცია, მათ საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა მოაწყვეს.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.