13 ივნისის სტიქიიდან ერთი წელი გავიდა. ამ წუთებში ვერეს ხეობაში იმყოფება თბილისის მერი, ის დაათვალიერებს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა ამ ტერიტორიაზე.
“წყნეთის ქუჩაზე მოეწყო 220 მეტრიანი, 14 მეტრის სიმაღლის დამცავი კედელი, ასევე ჩვენ დავიწყეთ მუშაობა კალაპოტის ფორმირებაზე. მზიურის ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო დამბა და საერთოდ მზიურში მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ზონა. დაიხარჯა დაახლოებით 40 მილიონზე მეტი და კიდევ დარჩენილი 2 პროექტი, რომელზეც დაიხარჯება 16 მილიონი ლარი“ - განაცხადა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი