ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დავით ბაქრაძე, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი ნუგზარ ბუაძის ოჯახში იმყოფებოდა. მან გარდაცვლილის მეუღლესა და შვილებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ბუაძე სტიქიის ღამეს წყნეთი-ბეთანიის გზაზე იმყოფებოდა. დავით ბაქრაძემ თანადგომა გამოუცხადა 13 ივნისის საღამოს გარდაცვლილთა ოჯახებს.
„წელიწადი გავიდა იმ შემზარავი ტრაგედიიდან და ჯერ კიდევ არ მოშუშებულა ის იარები, ის უზარმაზარი ტკივილი, რომელიც სტიქიამ მიაყენა თბილისს და მიაყენა იმ ოჯახებს, სადაც არიან ტრაგიკულად დაღუპულები, გარდაცვლილები. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი თანადგომა და მხარდაჭერა და პატივი მივაგოთ ყველა გარდაცვლილის ხსოვნას,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.