13 ივნისის წყალდიდობის ტრაგიკულ შედეგზე ხელისუფლებას აკისრებენ პასუხისმგებლობას თამაზ ელიზბარაშვილი და ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენლები.
ელიზბარაშვილის თქმით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, მსხვერპლი არ იქნებოდა. ის ასევე საუბრობს მომავალში არსებულ საფრთხეებზე და მიიჩნევს, რომ სვანიძის ქუჩას, მდინარე ვერეს, გამო დატბორვა კვლავ ემუქრება.
„დაწყებული სვანიძის ქუჩიდან სოფელ წვერამდე, საიდანაც მდინარე ვერეს იღებს სათავეს, 6 უზარმაზარი მთა არის გამზადებული მოსაწყვეტად, თუ ასე გაგრძელდა, ეს დიდი მთა მოწყდება აუცილებლად და სტიქია ისევ განმეორდება,“ - აცხადებს ელიზბარაშვილი.
მთვარობის უმოქმედობასა და პასუხისმგებელი უწყების არარსებობაზე ლაპარაკობენ ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლის წარმომადგენლები. მათ დღეს 13 ივნისის სტიქიის შესწავლის შუალედური ანგარიში წარმოადგინეს.
„კოორდინირებულად მუშაობის თვალსაზრისით დღესაც არ არსებობს რაიმე უწყება, რგოლი, რომელიც ასეთ შემთხვევებში იქნება ერთადერთი პასუხისმგებელი,“ - დიმიტრი ხაჩიძე.