19 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
თავდაცვის სამინისტრომ ზოოპარკში ფოტო გამოფენა მოაწყო

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ზოოპარკში ფოტო გამოფენა მოაწყვეს. ფოტოებზე ასახულია 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების დასუფთავების კადრები, რომელიც ხორციელდებოდა მოხალისე ჯარისკაცების მიერ. 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე ერთი წლის წინ 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მთავარია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დადგა იქ, სადაც უნდა დამდგარიყო.

“იყო მართლაც ძალიან დიდი ტრაგედია, იყო ასევე ძალიან დიდი ერთგულების და ვაჟკაცობის გამოვლინება. რაც მთავარია, საქართველოს ყველა მოქალაქე დადგა იქს სადაც უნდა დამდგარიყო. შეიარაღებული ძალებიც აკეთებდა იმას, რასაც ყოველთვის გააკეთებენ თუ კი ქვეყანას დასჭირდება“ - განაცხადა კაპანაძემ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი  

დღის ამბები