13 ივნისის სტიქიის მიზეზებზე ხელისუფლებისგან პასუხებს ითხოვენ თავისუფალი დემოკრატები. პარტიის წევრებმა დღეს, მზიურის პარკთან აქცია გამართეს და შეფასებითი დოკუმენტის ამ დრომდე არ არსებობა გააპროტესტეს.
პარტიაში ასევე ქაოტური მშენებლობების საფრთხეებზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან ამ მშენებლობების შეჩერებას მოითხოვენ.