19 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
13 ივნისის ტრაგიკული თარიღი ოპოზიციის წარმოამდგენლებმა გაიხსენეს

13 ივნისის ტრაგიკული თარიღი დღეს ოპოზიციამ გაიხსენა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს სისხლი ჩააბარა ზოოპარკში, სპეციალურად გახსნილ სისხლის ჩამბარებელ პუნქტში.

“კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი ხალხის, საზოგადოების წინაშე, თითოეული იმ ადამიანის გმირობის წინაშე, ვინც შარშან საკუთარი წვლილი შეიტანა ქალაქის გადარჩენაში და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში. ასეთი ტრაგიკული დღეები კარგად აჩენს, რამდენად ძლიერი ერი ვართ ქართველები“ - განაცხადა ბაქრაძემ.

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე არ არის დარწმუნებული, რომ მსგავსი ტრაგედიის განმეორების შემთხვევაში, მოსახლეობა დაცული იქნება.

“მე არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ანალოგიური რამ რომ მოხდეს, მოსახლეობა დაცულია და ის ტრაგიკული შეცდომები, რაც იყო გასულ წელს დაშვებული, არ განმეორდება კვლავაც. მე ვერ ვხედავ ხელისუფლების უნარს, მოაგვაროს ელემენტარული პრობლემები და უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება," - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

დღის ამბები