19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"განცხადებები, რომელიც ხელყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები“- უჩა ნანუაშვილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში იუსტიციის მინისტრის ტონსა და მიმართვის ფორმას დაუშვებლად მიიჩნევენ. გიორგი გვილავა ამბობს, რომ თავიდანვე საეჭვო იყო ხელისუფლების რეაქციები სასამართლო გადაწყვეტილებებზე და დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები, კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს. 

„ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებისგან, სასამართლოს კრიტიკა იმიტომ, რომ მათ არ მოსწონთ გადაწყვეტილება და ამ ყველაფრის პოლიტიკასთან მიბმა, არის უკიდურესად დიდი შეცდომა. დაუშვებელია სასამართლოს ასეთ რეჟიმში ეკონტაქტო. ამგვარი სიტყვებით ეკონტაქტო სასამართლოს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში. ბუნებრივია, რომ თავიდანვე საეჭვო იყო მათი რეაქციები კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე და დღესაც საეჭვოა მათი ინიციატივები, რომელიც მათ გაბრაზებას მოჰყვა,“- განაცხადა გიორგი გვილავამ .

განცხადება გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველმაც, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე საუბრობს. 

“სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და განცხადებები, რომელიც ხელყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები