სახალხო დამცველმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში წარმოადგინა. ამ მიმართულების მთავარი გამოწვევები დამოუკიდებელი ცხოვრების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლებისა და დასაქმების საკითხებს უკავშირდება. უჩა ნანუაშვილი ერთ-ერთ მთავარ პრობლემად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის იმპლემენტაციას მიიჩნევს. ომბუცმენის თქმით ეს პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.
“პრობლემები არსებობს მრავალი კუთხით მათ შორის ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის გაუმართაობის. დასაქმების კუთხით არის სერიოზული პრობლემები, 53 ათასი საჯარო მოხელედან მხოლოდ 112 არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი,“ - განაცხადა ნანუაშვილმა.