13 ივნისის შარშანდელი ტრაგედია პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეაფასა. უსუფაშვილმა ამ ტრაგედიისას გამოვლენილ ნაკლოვანებებსა და დადებით ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება.
„ეს დღე აღმოჩნდა დიდი ტრაგედია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გამოაჩინა. დიდი პრობლემებიც, რომელიც გადასაჭრელი გვაქვს ქვეყანაში ადამიანებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, რომელმაც ასევე გამოავლინა ეროვნული დიდი სოლიდარობა, რომელიც ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდების მხრიდან მოქალაქეების მხრიდან და საერთაშორისო სოლიდარობაც, რომელიც ჩვენ მკაფიოდ ვიგრძენით ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.