19 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ვერეს ხეობაში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ამ დრომდე ელოდება

13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ვერეს ხეობაში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ამ დრომდე ელოდება. სტიქიის შემდეგ გაირკვა, რომ თითქმის მთელი წყნეთის ქუჩა კერძო პირზე იყო გაფორმებული და იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მისამართზე ათეულობით წლებია ცხოვრობდნენ არაფერი ეკუთვნოდათ.

სად და როგორ დაიხარჯა დაზარალებულების დასახმარებლად კერძო პირების მიერ შეგროვილი თანხები - ამას არასამთავრობო ორგანიზაციებიც სწავლობენ. არასამთავრობოებისთვის ისიც გაუგებარია დაზარალებულთა ფონდში გადარიცხული თანხა მერიამ თბილისის ბიუჯეტის შემადგენლობაში რატომ მოაქცია. არასამთავრობოები თავიანთ დასკვნას ერთ თვეში უკვე აუდიტის სამსახურს გადაუგზავნიან.

არასაკმარის რეაგირებაში ხელისუფლებას თამაზ ელიზბარაშვილიც ადანაშაულებს. ბიზნესმენი რომელიც 13 ივნისის ღამეს სვანიძის ქუჩაზე ასევე დაზარალდა, ამბობს რომ შესაბამისმა სამსახურებმა ვერ იმუშავეს და სტიქიის განმეორების საფრთხეზე საუბრობს.

ავტორი: ეკა გაგუა.   

 

დღის ამბები