ერთი წელი თბილისის ტრაგედიიდან-დღეს ვერეს ხეობაში 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა. ასევე სიმბოლურად დაირგო 23 ხე.
13 ივნისის ტრაგედიის დროს 21 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დღემდე დაკარგულად ითვლება. ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა სტიქიამ დედაქალაქი რამდენიმე საათში სტიქიური უბედურების ეპიცენტრად აქცია.
მიყენებული მორალური და მატერიალური ზარალის მიუხედავად ერთი წლის წინ თბილისი, სწორედ ამ ტრაგედიამ გააერთიანა და საზოგადოებამ თავად დაიწყო წყალდიდობის შედეგებთან ბრძოლა.
მემორიალთან დღეს პატივის მისაგებად პოლიტიკოსები მიდიოდნენ. 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულების გახსენებით დაიწყო მთავრობის სხდომა პრემიერმინისტრმა.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.