19 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
საგარეჯოს რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი ისევ არ გამოიყენეს-მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

საგარეჯოს რაიონის ორი სოფელი მოსავლის გარეშე დარჩა. სეტყვამ 30 ჰექტარ ფართობზე ვენახები, სიმინდისა და ხორბლის ნათესები გაანადგურა.

მიუხედავად იმისა, რომ სტიქია 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა რეგიონში, არც ამჯერად მოხდა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარის გამოყენება.

საგარეჯოს გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ ზარალი მოსახლეობის მხოლოდ იმ ნაწილს აუნაზღაურდება, ვისაც ვენახების და ნათესების აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული ჰქონდა. დაზარალებული მოსახლეობის მეორე ნაწილისთვის კი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხა სავარაუდოდ არ დაიხარჯება.

ადგილობრივები ამ დრომდე ელოდებიან სპეციალური კომისიის შექმნას, რომელმაც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი უნდა დაითვალოს.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

დღის ამბები