გვიან ღამით მინისტრთა კაბინეტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
მათ სტიქიის ღამე გაიხსენეს და გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს. მოგვიანებით, ახალ გზაზე მსვლელობაც გაიმართა.
შეკრებილები მოხალისეთა აქციას შეუერთდნენ, რომელიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.