19 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
"როცა ურთიერთბრალდებებია, მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოების სიტყვა" - ნარმანია თედო კობახიძეზე

"როცა ურთიერთბრალდებებია, მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოების სიტყვა" - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კიდევ ერთხელ საკრებულოს დეპუტატის, თედო კობახიძის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს.

გამოძიების დასრულებამდე შეფასებისგან თავს იკავებს საკრებულოს თავმჯდომარეც. გიორგი ალიბეგაშვილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების გამჭირვალობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ბუნებრივია, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ პროცესს და თავისთავად დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ვეცდებით, რომ ეს საქმე იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ვინაიდან საზოგადოების მაღალი ინტერესია,“ - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

შეგახსენებთ, მანანა კობახიძის ძმას, თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს, საკრებულოს ყოფილი თანამშრომელი ბადრი ჯავახიშვილი ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები