ერთი საათი პასუხობდა სამართალდამცველების კითხვებს გიორგი გაბედავა. მთავარ პროკურატურაში ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის დამფუძნებელი ამჯერადაც ფარულ ვიდეოებთან დაკავშირებით დაიბარეს.
საგამოძიებო უწყებიდან გამოსული გაბედავას თქმით, ეს არ იყო დაკითხვა და მან მხოლოდ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
გაბედავას დაბარება ელისო კილაძის ჩვენებას უკავშირდება. ჟურნალისტის ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა სწორედ გაბედავამ გაავრცელა, ის კილაძემ მუქარაშიც დაადანაშაულა.