13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული წყნეთის ხევის 2 ნომერში მცხოვრები ოჯახების ნაწილი ღამით თბილისის მერიასთან შეიკრიბა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ წყალდიდობის დროს საცხოვრებელი სახლები და ქონება დაკარგეს, ხელისუფლებამ კი, დაზარალებულის სტატუსიც არ მიანიჭა და შესაბამისად, კომპენსაციების გარეშე დატოვა.
წყნეთის ხევის მოსახლეობა ამბობს, რომ დახმარებების გარეშე ის ოჯახები დარჩნენ, რომლებსაც არ ჰქონდათ დაკანონებული ფართები ან ქირით ცხოვრობდნენ. ასეთი კი, მათი ინფორმაციით, ამ მისამართზე 22 ოჯახია.
აქციის მონაწილეებს უპასუხეს მერიაში.