19 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
"ხელისუფლება ისევ აგრძელებს ანტიდასავლური მედიების დაფინანსებას" - თამარ კინწურაშვილი

რა მდგომარეობაა ქვეყნის სარეკლამო ბაზარზე - 2015 წლის მონაცემები სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოიძია. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ გასულ წელს გაძლიერდა პრორუსული სააგენტოების დაფინანსება.

ამასთან, კვლევის შედეგად, მათ არა ერთი ფაქტი გამოავლინეს, როცა ხელისუფლება მისთვის სასარგებლო განცხადებების ტირაჟირებას ახდენდა - მათ შორის რუსთავი 2-თან დაკავშირებით.

„ყველაზე შემაშფოთებელი არის ის, რომ ხელისუფლება ისევ აგრძელებს ანტიდასავლური მედიების დაფინანსებას და პარალელურად, ებრძვის ისეთ მედიებს, რომელსაც პროდასავლური სარედაქციო პოლიტიკა აქვს,“ - განაცხადა მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა.

მესამე სექტორი კანონმდებლობის ცვლილების შემდეგ არსებულ ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას. არასამთავრობოები რეიტინგის დამდგენი კომპანიების მუშაობაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ რეგულაციის მექანიზმი ამ დრომდე არ არსებობს.

დღის ამბები