რა ეტაპზეა თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენის საკითხი - ამ თემაზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ. პროექტისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა სესხის სახით, 27 მილიონი ევრო გამოყო.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ახალი, ეკოლოგიურად სუფთა 175 ავტობუსის შეძენა.
ხელშეკრულების პირობებს დღეს კომიტეტში მერის მოადგილე და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები განიხილავენ.