19 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
სახალხო დამცველს თანამშრომლები დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

საქართველოს სახალხო დამცველს თანამშრომლები დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. აპარატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ მას დისციპლინური გაფრთხილება თანამშრომლებთან შეხვედრისა და მათთან აპარატის პრობლემებზე საუბრისთვის მისცეს.

"დისკრიმინაციის ნიშნები გამოხატულია განსხვავებული აზრის გამოხატვის კუთხით,“ - განმარტავს ილია ჭანტურაია.

აპარატის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ სარჩელიც შეიტანა, საქმის განხილვა 27 ივნისს არის ჩანიშნული.

სახალხო დამცველის განცხადებით, ჭანტურაიამ გაფრთხილება სამსახურეობრივი გადაცდომის გამო მიიღო.

"მას კონკრეტული გადაცდომები ქონდა, კომისიამ გადაწყვიტა, რომ იყო დასაბუთებული. შესაბამისად, საჯარო სამსახურში არსებობს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, რომელიც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია, ასეთი არა ერთი ყოფილა,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი. 

დღის ამბები