19 ნოემბერი 2024,   21:50
ვრცლად
იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი თბილისშია

სოფი ლორენი თბილისშია - მსოფლიო კინოლეგენდა საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა. იტალიელი კინოვარსკვლავი ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ ნატვრის ხის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

სიყვარულისთვის - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომლის ავტორებიც მომღერალი ნინო სურგულაძე და სოფი ლორენის ვაჟი - კარლო პონტია. მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ სპექტაკლში მთავარ პარტიებს ნინო სურგულაძე და ნინო ანანიაშვილი შეასრულებენ.

წარმოდგენა მსოფლიოში აღიარებულმა რეჟისორმა მარკო განდინმა დადგა. სპექტაკლს კარლო პონტი უდირიჟორებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები