ახალი სამედიცინო დაწესებულება თბილისში. თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. მრავალპროფილურ დაწესებულებაში 447 ადამიანი დასაქმდა. ჩაიდო 4 მილიონის ინვესტიცია. 100 საწოლიანი კლინიკა ქართულმა მხარემ ჰუალინგის ჯგუფთან ერთად აშენა.
“მრავალ პროფილური ჰოსპიტალი გახლავთ, ვაზისუბნის და ვარკეთილის მოსახლეობისთვის ნამდვილად არის ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი. მინდა ყველას ჯამრთელობა ვუსურვო, მაგრამ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთი ჯანდაცვის ობიექტის არსებობა“ - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.