19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
"ენმ" კახეთში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად მთავრობას 4 პუნქტიან გეგმას სთავაზობს

კახეთში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად საპარლამენტო უმცირესობის წევრები მთავრობას 4 პუნქტიან გეგმას სთავაზობენ.

ოპოზიციონერებმა დღეს მანავში განაცხადეს, რომ პირველ რიგში ზარალის ზუსტი აღრიცხვა და ვენახების გადასარჩენად საჭირო თანხის დადგენაა საჭირო. გეგმის ნაწილში შედის სადაზღვევო კომპანიებთან მოლაპარაკება და კრედიტების ერთი წლით გადავადება.

ნაციონალების განცხადებით, მთავრობამ თანხა სარეზერვო ფონდიდან უნდა დახარჯოს. შეგახსენებთ, ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონის სოფლები რამდენჯერმე დააზარალა.

დღის ამბები