ურეკში მცხოვრები მოქალაქეები ზღვაზე გასასვლელი გზის გარეშე დარჩენას აპროტესტებენ. ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს.
აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, რომ კურორტ მაგნენიტში, ტყე-პარკის ტერიტორიაზე უკანონოდ გაყიდულ 4 ჰექტარზე მალე მასშტაბური მშენებლობების დაწყება იგეგმება, რაც მათ სერიოზულ პრობლემებს საკურორტო სეზონზე შეუქმნის.
მათივე თქმით, გაჩეხვა ემუქრება ტყეს, სადაც მათი ინფორმაციით, კერძო ინვესტორი სხვადასხვა მშენებლობების დაწყებას გეგმავს.