თბილისში იტონგის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა აშენდება. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამშენებლო მასალას თბოგამტარობა 5-ჯერ უკეთესი აქვს, ბეტონის ბლოკის მაჩვენებელთან შედარებით.
ახალი პროექტი საინვესტიციო ფონდის, იტონგ კომპანიისა და ქსელას თანამშრომლობით ხორციელდება.
“ეს არის ჩვენი პირველი პროექტი საქართველოში. თავდაპირველად გვსურდა, ქართველებისთვის მხოლოდ ლიცენზია გადმოგვეცა, თუმცა შემდეგ გადავწყვიტეთ უფრო სიღრმისეულად გვეთანამშრომლა. მართლაც მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი დაიწყო და გვჯერა, რომ წარმატებით განხორციელდება,” - განაცხადა კომპანია ქსელას კორპორატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ფაბიან რაშკემ.