20 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
მერაბიშვილი პოლიტპატიმარია - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის საქმეზე - იური ლუცენკოსა და იულია ტიკოშენკოს შემდეგ მერაბიშვილი ის პოლიტიკოსია, ვის მიმართაც სასამართლომ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა.

ვანო მერაბიშვილი მე-7 პატიმარია სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში, რომელის მიმართაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე-18 ანუ დისკრიმინაციის მუხლი დაირღვა.

ყოფილი პრემიერის ადვოკატი, ოთო კახიძე, აცხადებს, რომ დღეიდან მერაბიშვილი ოფიციალურად აღიარებული პოლიტიკური პატიმარია.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი მოტივი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტი გახდა, რომელზეც გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა. განცხადებაში ნათქვამია, რომ წინასწარი დაკავება გამოყენებული იქნა სხვა ფარული ზრახვებისთვის, კერძოდ კი ბრალდებულზე მორალური ზეწოლის მოსახდენად.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები ადვოკატებმა ვანო მერაბიშვილს ე.წ. მატროსოვის ციხეში გააცნეს.

იურისტები პოლიტპატიმრად აღიარებული ყოფილი პრემიერის გათავისუფლებას ელოდებიან. იუსტიციის მინისტრი კი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

 

 

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

დღის ამბები